05, მარტი 2019

ღია ლექცია ბუსსს ანრიში

2019 წლის 5 მარტს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით  შპს ბუსსს ანრიში ჩატარდა შეხვედრა სტუდენტებისათვის თემაზე „სასარგებლო რჩევები დამწყებ მეზღვაურებს“.  ლექცია წაიკითხა დამსახურებულმა კაპიტანმა და  IMO ამბასადორმა ნუგზარ ბოლქვაძემ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მეზღვაურთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები - ნინო გორგოშაძე და ნინო ორაგველიძე.

ბუსსს ანრი მადლობას უხდის ორგანიზატორებს და უსურვებს წარმატებებს.