info@mtc-anri.ge +995 422 24 44 22

  • ქართული
  • English
  • Русский

04, მარტი 2019

სასწავლებელი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნავს

ბუსსს ანრის ერთ-ერთი მიზანია მაღალკვალიფიცირებული პერსონალის მოზიდვა, გეგმაში ყოველთვისაა პერსონალის მომზადება/გადამზადება. 
2019 წლის 26-28 თებერვალს, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატაში, შპს სთრ-კონსალტინგის ორგანიზებით, ჩატარდა მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტების ტრენინგ-სემინარი სახელწოდებით ,,ხარისხის შიდა აუდიტი ISO9001:2015". ტრენინგი მოიცავდა როგორც აღნიშნული სტანდარტების განხილვა-შესწავლის პროცესს, ისე აუდიტების ძირითადი წესების შესწავლას, პრაქტიკულ დავალებებსა და სავარჯიშოებს, შემაჯამებელ სესიასა და დასკვნით გამოცდას. 
შპს ბუსსს ანრიში უკვე არის სერტიფიცირებული შიდა აუდიტორები და მათ შეემატა კიდევ ერთი. ამჯერად ტრეინინგში მონაწილეობა მიიღო ხარისხის მართვის სისტემის სპეციალისტმა ლია ფარტენაძემ. 
ბუსსს ანრი მადლობას უხდის ტრეინინგის ორგანიზატორებს: ბატონ რობერტ ხაჩატურიანს და ბატონ თამაზ თურმანიძეს მათთვის ჩვეული მაღალი დონის ტრენინგის ჩატარებისთვის.

რამოდენიმე ფაქტი ჩვენს შესახებ


211
ახალბედა
113
საათი სწავლა
78
ეტაპობრივი გამოცდა
1001
კურსდამთავრებული