29, აპრილი 2017

კოლეჯების საზეიმო დაჯილდოება

2017 წლის 29 აპრილს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ბრენდირებაში, მონაწილე კოლეჯების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა. ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელმა ანრი- მ 2017 წელსაც უმაღლესი შეფასება ხუთი ვარსკვლავი მიიღო, რომელიც ბრენდირების დადგენილი კრიტერიუმების გადამოწმებით მიენიჭა, ადგილზე ექსპერტთა მიერ განხორცილებული ვიზიტებისა და ბრენდირების კომისიის დამოუკიდებელი წევრების გადაწყვეტილებით მოხდა. ვულოცავთ ,,ანრის" აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს და გამარჯვებას ვუსურვებთ მომავალ საქმიანობებში.