12, ივნისი 2021

მორიგი გეგმიური სადეზინფექციო სამუშაოები.

2021 წლის 12 ივნისს ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრის შენობაში ჩატარდა მორიგი, გეგმიური სადეზინფექციო სამუშაოები.

სადეზინფექციო სამუშაოები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ტარდება, მოქმედი რეგულაციებიდან გამომდინარე გეგმიურად, ყოველ 10დღეში.

  

სპეციალური ხსნარით სასწავლებლის დერეფნების, კიბეების, კარებების, ლიფტის, საკონფერენციო დარბაზის, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის, აუდიტორიების, ბიბლიოთეკის, თანამშრომელთა სამუშაო ოთახების, კანცელარიის,სამანქანე ლაბორატორიის, მისაღები და კაფეტერია იქნა დამუშავებული.

სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება და აღრიცხვა ხორციელდება  ბათუმის უმალესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ლევან საგინაძის ხელმძღვანელობით.