08, ივნისი 2021

მე-10 000 მსმენელი დაჯილდოვება

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის მეზღვაურთა წვრთინისა და სერტიფიცირების ცენტრმა გამოავლინა მე-10 000 მსმენელი, რომელიც წვრთნისა და სერტიფიცირების კურსებს გაივლის 50% ფასდაკლებით.

ბუსსს ანრის მიზანია ხელი შეუწყოს როგორც სტუდენტების ასევე მსმენელების  ცოდნის გაღრმავებას და მათ აძლევს საშუალებას, რომ მოახდინონ თავინთი ცოდნის რეალიზება იმ პროფესიაში რომელსაც ეუფლებიან ჩვენთან. აქედან გამომდინარე  ჩვენი სასწავლებელი  მიზნად ისახავს, თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანოს საზღვაო ინდუსტრიის სფეროს ქალაქის, რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის განვითარებაში.