25, მაისი 2021

ტრენინგი- „თანამედროვე საბიბლიოთეკო სისტემები და ელექტრონული სერვისები“

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი  ანრის ბიბლიოთეკაში ა/წ 20,21,24,25 მაისს საბიბლიოთეკო სერვისების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით კომპანია Innovative Systems Management-თან თანამშრომლობით ჩატარდა ელექტრონული კატალოგის (Evergreen) ონლაინ ტრენინგი - „თანამედროვე საბიბლიოთეკო სისტემები და ელექტრონული სერვისები“. ტრენინგი ჩაატარა ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, კომპანია Innovative System Management-ის პროექტების მენეჯერმა ქალბატონმა მაია მეტრეველმა. ტრენინგს ესწრებოდნენ  კომპანია Innovative System Management-ის დირექტორი ქალბატონი ნანა ხუსკივაძე და  ბუსსს ანრის ბიბლიოთეკის თანამშრომლები:ქალბატონი მალვინა ურუშაძე,ქალბატონი ჟუჟუნა დიასამიძე და ანა მუშამბაძე. ტრენინგი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს,მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში,რაც ძირითადად შეეხებოდა Evergreen-ის განახლებული პლატფორმის სხვადასხვა პანელების გამოყენებას,მოცემული მოდულის დახმარებით სისტემის სხვადასხვა ტიპის ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების შეტანას,რედაქტირებას, ძიებას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებში ,მათ იმპორტ/ექსპორტს,უნიკოდის მხარდაჭერას და ა.შ. საბიბლიოთეკო სისტემა მოიცავს ღია კატალოგს,საბიბლიოთეკო ერთეულების კატალოგიზაციის მოდულს და ბიბლიოთეკებს შორის რესურსების გაზიარების საშუალებას იძლევა. ამ სისტემის საშუალებით განვითარდა პირველი გაერთიანებული ქართული ელექტრონული კატალოგი,რომელშიც ასახულია საუნივერსიტეტო და კერძო ბიბლიოთეკების კოლექციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Evergreen-ის გამოყენება შეიძლება როგორც სასწავლებლის ვებ-გვერდიდან,ასევე სასწავლებლის გარედან.