
ევროპაში რასიზმისა და შეუწყნარებლობის კუთხით არსებულ გამოწვევები

8 აპრილს 17:00 საათზე ევროპაში რასიზმისა და შეუწყნარებლობის კუთხით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით გაიმართება ონლაინ შეხვედრა.
სპიკერი- რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) აღმასრულებელი მდივანი იოჰან ფრიშტედია.
ECRI-მ ახლახანს გამოქვეყნა 2020 წლის ანგარიში, რომელიც რასიზმისა და შეუწყნარებლობის ირგვლივ არსებულ 4 ძირითად მიმართულებას გამოჰყოფს:
- COVID19-ის შედეგად გაღრმავებული უთანასწორობა;
- ლგბტი+ ადამიანების უფლებების დაცვის წინააღმდეგ მიმართული რეაქცია;
- მზარდი რელიგიური შეუწყნარებლობა;
- რასიზმი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
საუბრების მოდერატორია სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე.
ონლაინ შეხვედრაზე დასასწრებათ გთხოვთ გახსნათ ქვემოთ მითითებული ბმული და გაიაროთ რეგისტრაცია.