29, მარტი 2021

განათლების ონლაინ ფორუმი „სწორი არჩევანი“.

2021 წლის 26-27 მარტს კარიერული განვითარების ცენტრის  ორგანიზებით გაიმართა განათლების ონლაინ ფორუმი „სწორი არჩევანი“.

  

ონლაინ განათლების ფორუმში მონაწილეობდა   ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი, სადაც  სასწავლებლის პრეზენტაციით წარსდგა ბუსსს ანრის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი აკაკი მოფინაძე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო:

  • ჩამოყალიბდეს აბიტურიენტებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მჭიდრო კავშირი;
  • აბიტურიენტებს მიეწოდოს ვკიდევ უფრო მეტი ინფორმაცია პროფესიებისა და უმაღლესი დაწესებულებების შესახებ;
  • შეიქმნას ონლიან სივრცე სადაც უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს საშუალება ექნებათ პირდაპირ ეკონტაქტონ მიზნობრივ აუდიტორიას.

  

ფორუმი გაიმართა აპლიკაცია Zoom-ის გამოყენებით. აგრეთვე   კარიერული განვითარების ცენტრის გვერდზე მიმდინარეობდა Facebook Live , რომელსაც თვალს ადევნებდნენ ფორუმში ჩართული სასწავლო დაწესებულებები , აბიტურიენტები და სტუდენტები.