29, მარტი 2021

სასწავლებლის ადმინასტრაციამ მაღალი ხარისხის მუსიკალური აპარატურა შეიძინა .

მიმდინარე წელს, სტუდენტების დიდი ინტერესისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით სასწავლებლის ადმინასტრაციამ  შეიძინა მაღალი ხარისხის მუსიკალური აპარატურა.
   
აქედან გამომდინარე ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის ბაზაზე,  ბუსსს ანრის სტუდენტური თვითმმართველობაის, ხელოვნების კლუბის ორგანიზებით შეიქმნა ბენდი, რომელოც დაკომპლექტებულია როგორც უმაღლესი ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, სხვადასხვა კურსისა და სპეციალობების სტუდენტებისაგან.
 
ბენდის შექმნა სტუდენტებს საშუალებას მისცემს წარმოაჩინონ თავიანთი ვოკალური ნიჭი და სასწავლებლის სახელით მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის ხონისძიებებში.
 
ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის ხელმძღვანელობა და ადმინისტრაცია ყოვეთვის მზად არის მხარი დაუჭიროს სტუდენტების ინიციატივებს, დაეხმარონ მათ არა მხოლოდ პროფესიულ, არამედ პიროვნულ განვითარებაში, მათი ნიჭის რელიზებაში.