27, მარტი 2021

ტრენინგი

2021 წლის 26 მარტს გაიმართა ტრენინგი "ხარისხის კულტურა საგანამანთლებლო დაწესებულებებში"

ტრენინგი განკუთვნილი იყო საგანამანთლებლო დაწესებულებების და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებისა და საგანამანთლებლო პროგრამების ხელმძღვანელებისათვის, ასევე საგანამანთლებლო პროგრამების განხორციელებაში ჩართული პირებისათვის.

აღნიშნულ ტრენინგს ესწრებოდნენ ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის წარმომადგენლები. ონლაინ ტრენინგზე განხილული იყო:

  • ხარისხის კულტურის კონცეპცია;
  • განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონი; დისკუსია „საუკეთესო გამოცდილების გაზიარება“;
  • ავტორიზაციის/აკრედიტაციის სტანდარტები;
  • ხარისხის უზრუნველყოფის ინსტრუმენტები;
  • უკუკავშირის მიღება მონაწილეებისაგან;

შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს პროფესიული კონსულტირების  ასოციაციის მიერ და უძღვებოდა მოწვეული ტრენერი: დარგის ექსპერტი - თამარ რემიშვილი.