22, მარტი 2021

ონლაინ კონფერენცია- „მსოფლიო ქვეყნები ნაციონალურ, რეგიონულ და გლობალურ განზომილებაში“

ბათუმის უმაღლეს სასწავლო საინჟინრო სასწავლებელ ანრის ორგანიზებით იმართება ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია- „მსოფლიო ქვეყნები ნაციონალურ, რეგიონულ და გლობალურ განზომილებაში“ . ონლაინ კონფერენცია გაიმართება 2021 წლის 26 ივნისს 13:00 საათზე.

კონფერენცია გათვალისწინებულია როგორც უმაღლესი სასწავლებლების აკადემიურ პესონალისთვის, ასევე სტუდენტებისთვის.

კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებები

1. ხელოვნება და კულტურა

2. ენათმეცნიერება და ლიტერატურა

3. სამართალი, ეკონომიკა და მენეჯმენტი

4. სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები

5. საზღვაო ნავიგაცია და გემის მექანიკა

კონფერენციის სამუშაო ენა: ინგლისური.

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმები:

  • მოხსენების წარდგენა ინდივიდუალურად და ჯგუფურად;
  • კონფერენციაში ჩართვა სტუმრის სტატუსით; კონფერენციით გათვალისწინებულია:
  • საერთაშორისო მეცნიერ-მკვლევარების ცოდნის, საერთაშორისო ტენდენციების, შრომებისა და კვლევების გაცნობა;
  • კონფერენციის კრებულის გამოცემა;
  • კონფერენციაზე მონაწილეობის სერთიფიკატი;

რეგისტრაციის, მოხსენების სათაურების, თეზისების და მოხსენებების სრული ტექსტის წარდგენის ვადები:

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 30 აპრილი 2021

 სათაურის და აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადა: 22 მაისი 2021

მოხსენებების სრული ტექსტის წარდგენის ბოლო ვადა: 13 ივნისი 2021;

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/mFG1oYCg8Ns6HbCh6

 

მოხსენების ტექსტის გაფორმების ინსტრუქცია :

მასალები წარმოდგენილი უნდა იქნას ელექტრონულ ფორმატში და გაიგზავნოს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: conference@mtc-anri.edu.ge

სამეცნიერო ნაშრომის მოცულობა: A4 ფორმატი (მინ. 5 გვერდი).

ყველა არე – 2.0 სმ.

ინტერვალი -1.5

შრიფტის ზომა 11.

შრიფტი: Sylfaen.

საილუსტრაციო მასალა(ნახაზები, დიაგრამები, გრაფიკები, ფოტო მასალა) წარმოდგენილი უნდა იქნას -MS Word-ით.

ტექსტის სტრუქტურა:

- ავტორის სახელი, გვარი;

- აკადემიური ხარისხი;

- უმაღლესი სასწავლებლის სახელი;

- მოხსენების სათაური;

- აბსტრაქტი (100-150 სიტყვა);

- საკვანძო სიტყვები;

- მოხსენების სრული ტექსტი;

- ბიბლიოგრაფია.