05, თებერვალი 2021

ბუსსს ანრი BIMCO-ს ოფიციალური წევრია

BIMCO-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა, ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი ოფიციალურ წევრად დაამტკიცა.

BIMCO-„ბალტიისპირეთის და საერთაშორისო საზღვაო საბჭო“ არის  ორგანიზაცია, რომელშიც  გაწევრიანებულია 120 ქვეყნის 1900 წევრი საზღვაო სფეროში მოღვაწე კომპანია და უმაღლესი სასწავლებელი. BIMCO წარმოადგენს საზღვაო კომპანიებისა და ორგანიზაციების ფართო სპექტრს და საერთო ჯამში აწევრიანებს მსოფლიოს სავაჭრო ფლოტის დაახლოებით 60% -ს.