01, თებერვალი 2021

სამაგისტრო პროგრამები

ანკარის უნივერსიტეტის საზღაო სამართლის პრაქტიკისა და კვლევის ცენტრის საზღვაო და სანაოსნო ინგლისურენოვან მაგისტრატურაში იგეგმება გარკვეული რაოდენობის თურქი და უცხოელი სტუდენტების მიღება. სტუდენტებს საშალება ექნებათ მაგისტრატურა დაასრულონ გამოცდით, სადიპლომო ნამუშევრით ან მის გარეშე. სწავლა მოიცავს 2021-2022 სასწავლო, ქ, ანკარაში. იგი დაიწყება 2021 წლის სექტემბერში და დასრულდება 2022 წლის ივნისის თვეში. რეგიტრაცია შესაძლებელი იქნება 2021-2022 სასწავლო წლის, აკადემიური გრაფიკის მიხედვით, წინასწარ განსაზღვრულ დროს, ანკარის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ინსტიტუტის ინტერნეტ გვერდზე: http://gradsocialsci.en.ankara.edu.tr/

პროგრამა ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილ მომიჯნავე სფეროების სწავლებას:

  • საერთაშორისო საზღაო სამართალი
  • საზღვაო-სავაჭრო სამაღთალი
  • საზღვაო უსაფრთხოების სამართალი

სადიპლომო ნამუშევრით პროგრამაზე სწავის მსურველი სტუდენტები ისარგებლებენ „თუქეთის სტიპენდიების“ პროგრამის მიერ გაცემული სტიპენდიებით. აღნიშნულ პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველი უცხოელი სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ 2021 წლის 10 იანვრიდან 20 თებერვლამდე პერიოდში, მისამართზე: https://turkiyeburslari.gov.tr/en

სამაგისტრო პროგრამების სტიპენდია ითვალისწინებს:

  1. უნივერსიტეტსა და პროგრამაზე ჩარიცხვას
  2. ყოველთვირ სტიპენდიას მაგისტრატურიასთვის 1100 თურქული ლირის, ხოლო დოქტორანტურისათვის 1600 თურქული ლირის ოდენობით.
  3. ერთჯერად უკან დასაბრუნებელ სამგზავრო ბილეთს.
  4. სწავლის გადასახდის დაფარვას.
  5. ჯანმრთელობის დაზღვევას.
  6. განთავსებას.