24, დეკემბერი 2020

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრისა და რუმინულ უნივერსიტეტ „კონსტანტას საზღვაო უნიერსიტეტს“ შორის/ Universitatea Maritimă din Constanța

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრისა და რუმინულ უნივერსიტეტ „კონსტანტას საზღვაო უნიერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო და გძელვადიანი ურთიერთობის დამყარებიას. მემორანდუმის მიზანია საუნივერსიტეტო/საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობა, საერთო საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა და იმპლიმენტაცია, ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა, უნივერსიტეტების პერსონალისა და სტუდენტების პროფესიული უნარ–ჩვევების განვითარება სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებების გატარების გზით, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობა და ასევე, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და იმპლემენტაცია.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბუსსს ანრის რექტორმა რუსლან დიასამიძემ და კონსტანცას საზღვაო უნივერსიტეტის რექტორმა ვიოლეტა-ვალი ჩუკურმა.