15, დეკემბერი 2020

დასრულდა ტრენინგების ციკლი, რომელიც ორგანიზებული იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

დასრულდა ტრენინგების ციკლი, რომელიც ორგანიზებული იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

დღევანდელი შეხვედრის თემა იყო  „ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება“

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრიდან აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ბუსსს ანრის ხარისიხს განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი რუსუდნა დიასამიძე,განათლების ხარისიხს სპეციალისტი ლია ფარტენაძე და საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილების უფროსი   ლიზა ამილახვარი.

აღნიშნული ტრენინგების ციკლი 24 ნოემბერს დაიწყო და ტრადიციულად ონლაინ რეჟიმში გაიმართა. შეხვედრას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 150-მდე წარმომადგენლი ესწრებოდა.

ტრენინგები ფართო ჩართულობით განხორციელდა და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებს, პერსონალის წევრებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, სტუდენტებს და სხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებს.

ტრენინგები მიმდინარეობდა  ინტერაქტიულ რეჟიმში. მასში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დისკუსიის რეჟიმში გამოეხატათ თავისი მოსაზრებები და  გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილების  საუკეთესო პრაქტიკები.