23, ნოემბერი 2020

საჯარო ლექცია: ,,გენოციდი:The Crime of Crimes"

ყოველი წლის 9 დეკემბერს მსოფლიოს მასშტაბით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული გენოციდის მსვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
თარიღთან დაკავშირებით, ა(ა)იპ ,,სამოქალაქო განათლების ცენტრი“-ის მიერ დაფუძნებული ,,გენოციდის, ჰოლოკოსტისა და შეიარაღებული კონფლიქტების სასწავლო ცენტრი“ - ის ორგანიზებით, ქვეყნის მასშტაბით - ,,გენოციდის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეული“ გაიმართება.
გენოციდის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულის ფარგლებში, 11 დეკემბერს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრის პერსონალისა და სტუდენტებისათვის გაიმართება საჯარო ლექცია - ,,გენოციდი: The Crime of Crimes”.
ლექციას წარუძღვება, სამოქალაქო განათლების ცენტრის მიერ დაფუძნებული გენოციდის ჰოლოკოსტისა და შეიარაღებული კონფლიქტების სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ბაქარ მაცაბერიძე.
საჯარო ლექციაზე დამსწრებ პირებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გადადით მითითებულ ბმულზე და შეავსოთ მითითებული ველი რადგან გადმოგეცეთ კუთვნილი სერტიფიკატი.
საჯარო ლექციის გამართვის თარიღი: 11 დეკემბერი 2020 წელი
საჯარო ლექციის გამართვის დრო: ლექცია - 19:00 – 20:30
Topic: BHMES ANRI's Zoom Meeting
Time: Dec 11, 2020 19:00 GEO, Tbilisi,
Join Zoom Meeting