30, ოქტომბერი 2020

აკადემიური საკონსულტაციო საბჭოს რიგით მე-4 შეხვედრა

ა.წ. 30 ოქტომბერს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით აკადემიური საკონსულტაციო საბჭოს რიგით მე-4 შეხვედრა ონლაინ პლატფორმის გამოყენებით გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 40-მდე საკრუინგო კომპანიამ და ბათუმში არსებული საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა. საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საკრუინგო კომპანიების წარმომადგენლებმა ონლაინ შეხვედრაზე პრეზენტაციების სახით წარადგინეს განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები. ასევე ისაუბრეს თუ როგორ გაართვეს თავი კორონა ვირუსით (COVID-19) გამოწევულ პანდემიას.

  

ბათუმის უმაღლესი საზღაო საინჟინრო სასწავლებელი ანრიდან შეხვდრას ესწრებოდნენ: ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილების უფროსი და პიარ-მენეჯერი.

საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილების უფროსმა წარადგინა პრეზენტაცია ბუსსს ანრის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების და სამომავლო გეგმების შესახებ.