25, სექტემბერი 2020

მსოფლიო საზღვაო დღე 2020

2020 წლის 24 სექტემებრს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ორგანიზებით აღინიშნა მსოფლიო საზღვაო დღე 2020 (World Maritime Day 2020).
ამ თემასთან დაკავშირებით გაიმართა Live ჩართვა სახელწოდებით: "მდგრადი ნაოსნობა მდგარდი პლანეტისთვის“ სადაც განხილული იყო , თუ როგორ შეიძლება მდგრადი გადაზიდვების ინდუსტრიამ ხელი შეუწყოს მდგრადი პლანეტის განვითარებას, რომლის წარმატებით განხორციელებაში თავის წვლილ, დიდ როლს ასრულებს IMO- (International Maritime Organization)
 
აგრეთვე საუბარი შეეხებოდა იმას თუ როგორ გახადა კორონა ვირუსით (COVID-19) გამოწვეულმა პანდემიამ წლევანდელი თემა კიდევ უფრო აქტუალური და საზღვაო გადაზიდვების სფეროში წარმოაჩინა ის პრობლემები, რომლიც წარმატებით იქნა დაძლეული.
 
აღნიშნულ Live ჩართვას ესწრებოდნენ როგორც სხვადასხვა ქვეყნების, ასევე საქართველოს საზღვაო სფეროსა და საზღვაო სასწავლებლების წარმომადგენლები, მათ შორის ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის ლექტორი ბატონი გენადი შერვაშიძე (IMLA-ს წევრი) და აკადემიური პერსონალი.