25, სექტემბერი 2020

სტუდენტთა საყურადღებოდ!

სტუდენტთა საყურადღებოდ!
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრიში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრიდან, ხოლო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 5 ოქტომბრიდან განახლდება.
როგორც უმაღლეს ასევე პროფესიულ საგანმნათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, აპლიკაცია Zoom-ის გამოყენებით.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ფაკულტეტის წარმომადგენლები სტუდენტებთან გამართავენ შეხვედრას შემდეგი განრიგის მიხედვით
საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია- შაბათს 11:00 საათზე.
გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია- კვირას 11:00 საათზე.
ონლაინ ლექციების განრიგი და აპლიაკცია Zoom-ის ლინკები თქვენს ელექტრონულ ჟურნალში წინასწარ განთავსდება.
 
ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ვებ.გვერდზე