18, სექტემბერი 2020

ბუსსს ანრის სასწავლო გემზე „კაპიტან ო.ჩახვაძე“-ზე დამონტაჟდა და ექსპლუატაციაში გაიშვა სწრაფმავალი სამაშველო კატარღა.

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის მიერ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი!!!

საერთაშოროსო საზღვაო ორგანიზაციის (IMO)1.24 მოდელ კურსის - „სწრაფმავალი სამაშველო კატარღების მართვა“, მოთხოვნების შესაბამისად ბუსსს ანრის სასწავლო გემზე „კაპიტან ო.ჩახვაძე“-ზე დამონტაჟდა და ექსპლუატაციაში გაიშვა სწრაფმავალი სამაშველო კატარღა.

ნავის დასამომტაჟებლად სასწავლებელმა ჩაატარა შესაბამისი კლევითი და ტექნიკური სამუშაოები.

სწრაფმავალი სამაშველო კატარღა სრულიად აკმაყოფილებს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მოთხოვნებს და მეზღვაურთა წვრთნის საერთაშორისო სტანდარტებს.

დღეიდან ბუსსს ანრი უზრუნველყოფს მეზღვაურთა და სტუდენტთა სრულყოფილ, რეალობასთან მიახლოებულ წვრთნებს.

ჩვენი მიზანია მაღალკვალიფიცირებული მეზღვაურების გამოშვება ხარისხიანი მომზადებითა და წვრთნებით!

 

სამაშველო კატარღის სამუშაო პროცესის სანახავდ გთხოვთ გადადით ქვემოთ მითითებულ ბმულზე:

https://www.youtube.com/watch?v=1jvq0iV0wLY