17, სექტემბერი 2020

დიდი მადლობა ბატონ ბადრი დოღონაძეს ამ დროის მანძილზე გაწეული კარგი თანამშრომლობისათვის

 

ბატონი ბადრი დოღონაძე დაიბადა 1959 წლის 4 მარტს. 1977-81 წლებში სწავლობდა კიევის უმაღლეს საზღავო სასწავლებელში. სწავლის დასრულების შემდეგ გახლდათ გენერალური შტაბის თანამშრომელი. 2003-2008 წლებში ქალაქ ბათუმის სამხედრო საზღვაო სასწავლებლის უფროსი იყო, 2008 წლიდან 2011 წლამდე იყო გენერალური შტაბის J-1-ის მთავარი სამმართველოს უფროსი ქალაქ თბილისში, ხოლო 2011 წლიდან იწყება ბატონი ბადრის მოღვაწეობა ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწაველებლ ანრიში.

ბატონი ბადრი 2011 წლიდან გახლდათ ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის ლექტორი/პედაგოგი. 2011 წლიდან 2014 წლამდე შპს „საზღვაო სასწავლო ცენტრი ანრის“ -მცურავი ერთეულების კურატორი, 2014 წლიდან 2019 წლამდე - ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის რექტორის მოადგილე აღმზრდელობით და მასობრივ კულტურულ დარგში, ხოლო 2019 წლიდან დღემდე გახლდათ ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის პრორექტორი.

აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ ბატონ ბადრი ის ერთ-ერთი ადამიანია, რომელმაც საკუთარი დიდი წვლილი შეიტანა ბუსსს ანრის განვითარების ისტორიაში. მან მისი ცხოვრების წლები ჩვენს სასწავლებელს და სტუდენტებს მიუძღვნა რითაც მოიპოვა ავტორიტეტი, პატივისცემა და უერთიერთთანამშრომლობა ჩვენი კოლეგებისაგან, სტუდენტებისაგან და ყველა იმ ადამიანისაგან, რომელსაც სულ მცირე შეხება ჰქონდა ბატონ ბადრი დოღონაძესთან.

ამ ხნის მანძილზე მან დიდი გამოცდილება, ცოდნა და რჩევები გაუზიარა ჩვენი სასწავლებლის სტუდენტებს. მთელი მისი ენერგია მიმართული იყო იმისაკენ, რომ სტუდენტებს მიეღოთ და ესწავლათ საზღვაო პროფესია მთელი მისი სირთულეებითა და გამოწვევებით. მან ასევე დაამკვიდრა დისციპლინა და წესრიგი ჩვენი სასწავლებლის სტუდენტებში. ამით ყოველი მათგანისათვის უკეთესობისაკენ შეცვლა ყველაფერი, რადგან მიზნების მისაღწევად მთავარია დისციპლინა.

დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს სასწავლებელს ტოვებს ღირესეული,პროფესიონალი და დამსახურებული მეზღვაური, პედაგოგი და უბარლოდ ყველასათვის კარგი კოლეგა ბატონი ბადრი დოღონაძე.

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის პერსონალის სრული შემადგენლობა მადლობას უცხადებს მას მთელი ამ ხნის მანძლიზე, ერთგული თანამშრომლობისთვის, რთულ პერიოდში გვერდით დგომისათვის, დაუღალავი შრომისათვის, გაზიარებული პროფესიონალური გამოცდილებისათვის და მეგობრობისათვის.მისი სახელი გამოკვეთილად ჩაიწერება იმ ადმიანების გვერდით, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი სასწავლებლის განვითარების ისტორიაში.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ ბადრი დოღონაძეს ამ დროის მანძილზე გაწეული კარგი თანამშრომლობისათვის. ვუსუვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს.