14, სექტემბერი 2020

კომპიუტერების გადაცემა

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის გენერალურმა დირექტორმა ანზორ დიასამიძემ ბათუმის N28 საჯარო სკოლას (ურეხის დასახლება) საჩუქრად გადასცა კომპიუტერები.

ეს ტენდენცია სასწავლებელში დიდი ხანია დამკვირდა და მომავალშიც გაგრძელდება. სასწავლებლის ადმინისტრაცია ყოველთვის უწყობდა ხელს მომავალი თაობების გნავითარებას, რადგან ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი მიზნად ისახავს, თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანოს ქალაქის, რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის განვითარებაში.

  

დღეს, მაშინ როდესაც სასწავლო დაწესებულებები გადასულია დროებითი დისტანციური სწალების პროცესზე მათი ტექნიკური გამართულობა არის მნიშვნელოვანი, ახალი კომპიუტერები კი ხელს შეუწყობს სკოლის ადმინისტრაციას, რომ შეუფერხებლად მოხდეს სასწავლო პროცესისი წარმართვა. ამის გარდა, დღევანდელ დღეს, კომპიუტერი არის ცოდნის გაღრმავების ერთ-ერთი გზა.

  

კომპიუტერების გადაცემის ცერემონია გაიმართა ქალაქ ბათუმის N28 საჯარო სკოლაში, დირექრტორისა და სკოლის მასწავლებელების თანდასწრებით.