10, სექტემბერი 2020

ძალიან რთულია, მაგრამ გვიწევს სამწუხარო ინფორმაციის გავრცელება.

ძალიან რთულია, მაგრამ გვიწევს სამწუხარო ინფორმაციის გავრცელება.

სამწუხაროდ ნაადრევად გარდაიცვალა ძალიან კარგი ადამიანი, კეთილი და მხიარული, ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი ბატონი- თემურ დევაძე.

მომხდარი იმდენად მოულოდნელი და ტრაგიკულია, რომ სიტყვები უფერულდება მწუხარების გამოსახატავად. რთულია ავღწეროთ ბატონი თემურის პიროვნება, მისი როლი და საქმიანობა ჩვენს სასწავლებელში. მის ხელში არაერთმა წარმატებულმა სტუდენტმა და მეზღვაურმა გამოიარა. ის ყოველთვის იყო კარგი კოლეგა, მეგობარი, დამრიგებელი და კარგის მსურველი. ჭირისა და ლხინის გამზიარებელი. იყო და ყოველთვის ასე დარჩება ყველა იმ ადამიანების გულში, ვისთანაც, თუნდაც მცირედი შეხება ჰქონდა. დიდი გულისტკივილით და თვალცრემლიანი გემშვიდობებით...

ბათუმის უმაღლესი სახღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის პერსონალის სრული შემადგენლობა და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი თემურის ამ უდროოდ გარდაცვალების გამო და დიდი გულისტიკივილით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს.