10, სექტემბერი 2020

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის პერსონალის საყურადღებოდ!

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის პერსონალის საყურადღებოდ!

 

ქვეყანაში,კერძოდ კი აჭარში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით ბუსსსს ანრიში დასაქმებულმა პერსონალმა უნდა ჩაიტაროს „პისიარ“ ტესტი კორონა ვირუსის (COVID-19) შესამოწმებლად.

ტესტირება სავალდებულოა რადგან თავიდან იქნეს აცილებული ყველა რისკ ფაქტორი და სასწავლებელმა ფუნქციონირება განაგრძოს უსაფრთხო რეჟიმში.

„პისიარ“ ტესტის ჩატარება უფასოდ შესაძლებელია შემდეგ ლოკაციებზე:

შერიფ ხიმშიაშვილის #10- აჭარული სახლის გვერდით განთავსებული წითელი ჯვარის კარავში.ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოფის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

  • სამუშაო საათები: დილის 11:00- დან საღამოს 23:00. შესვენება- 14:00 დან 16:00-მდე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!