
პირველად მეზღვაურთა საწვრთნელ სივრცეში

პირველად მეზღვაურთა საწვრთნელ სივრცეში
ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრიმ და საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ეკვატორმა ერთობლივად ააშენა მეზღვაურთა საწვრთნელი აუზი, რომელიც შეესაბამება საერთაშოროსო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სტანდარტებს და მოწონებულია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის საგენტოს მიერ.
აუზი განკუთვნილია შემდეგი საწვრთნელი კურსების პრაქტიკული ნაწილისთვის:
- პირადი გადარჩენის მეთოდები;
- პირადი უსაფრთხოება და სოციალური პასუხისმგებლობა;
- კოლექტიური სამაშველო საშუალებებისა და სამაშველო კატარღების მართვა; გარდა სწრაფმავალი სამაშველო კატარღებოსა.
ამიერიდან ზემოაღნიშნულ წვრთნებს მეზღვაურები, უმაღლესი და პროფესიული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები გაივლიან რეალურთან მიახლოებულ პირობებში.