
პირველკურსელთა საყურადღებოდ!

პირველკურსელთა საყურადღებოდ!
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვის მიზნით ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწყება 2020 წლის 3 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
მისამართი: ქალაქი ბათუმი, შალვა ინასარიძის N 29. ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი. სართული 4. აუდიტორია N402.
რეგისტრაციის გასავლელად სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს:
1.საშუალო სკოლის ატესტატი
2.პირადობის მოწმობის ქსეროასლი
3.ჯამრთელობის ცნობა ფორმა № 100/ა ზღვაში ვარგისიანობის შესახებ (დოკუმენტი უნდა დამზადდეს მეზღვაურთა საავადმყოფოში. მისამართი: ქ.ბათუმი. გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა N2.)
4.ცნობა ფსიქოლოგიური დისპანსერიდან
5.ცნობა ნარკოლოგიური დისპანსერიდან
6.ფოტო სურათი 4 ცალი 3/4 (დისკი)
7.სამხედრო აღრიცხვის მოწმობა კომისარიატიდან
8.საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი
9.პირველი სასწავლო სემესტრის სწავლის საფასურის (1100ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომერზე, ელ.ფოსტაზე ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.
- 593 40 22 18
- info@mtc-anri.edu.ge