21, აგვისტო 2020

კონკურსი სწრაფმავალი სამაშველო კატარღისთვის სპეციალური ნავმისადგომისა და ამწე საშუალებების გამოყენებისთვის საჭირო კვლევების ჩასატარებლად.

კონკურსი სწრაფმავალი სამაშველო კატარღისთვის სპეციალური ნავმისადგომისა და ამწე საშუალებების გამოყენებისთვის საჭირო კვლევების ჩასატარებლად.

შპს ბათუმის  უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი პროფესორ-მასწავლებელთა  და სტუდენტთა  კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, გრანტის მოსაპოვებლად აცხადებს ორ კონკურსს :
სწრაფმავალი სამაშველო კატარღისთვის სპეციალური ნავმისადგომისა და  ამწე საშუალებების გამოყენებისთვის საჭირო კვლევების  ჩასატარებლად. 
სწრაფმავალი კატარღის მონტაჟისთვის სასწავლებლის მფლობელობაში  მქონე ს/გ „კაპიტანი ოთარ ჩახვაძის ბორტზე“, საჭირო კვლევების ჩასატარებლად


გრანტის ოდენობა შეადგენს 2500 (ორიათას ხუთას) ლარს.

 

  • კვლევებისთვის საჭიროა  ზღვის ფსკერის შესწავლა, ნავმისადგომთან წყლის სიღრმის შემოწმება, ამწე მოწყობილობის ტვირთამწეობის განსაზღვრა, ამწე მოწყობილობის გამოცდა ტვირთამწეობაზე  საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის, მოდელ კურსი 1.24  სწრაფმავალი სამაშველო კატარღების  მართვის მოთხოვნების თანახმად.   
  • სწრაფმავალი კატარღის მონტაჟისთვის ადგილის გამოკვლევა; ამწეს დასამონტაჟებელი ადგილის გამოკვლევა მის მდგრადობაზე;  სწრაფმავალი კატარღის დგომის ადგილის გამოკვლევა მდგრადობაზე; ამწესა და საჭირო გემბანის შემოწმება ტვირთამწეობაზე; ამწეს მონტაჟის შემდეგ ტვირთამწეობის  შემოწმება. (თვირთამწეობა უნდა იყოს არანაკლებ 1 ტონისა).

კონკურსში მონაწილეობის  უფლება აქვთ , როგორც აკადემიურ პერსონალს , ასევე სტუდენტებს. 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის  21 აგვისტოდან  28 აგვისტოს  ჩათვლით.
კონკურსი ჩატარდება  2020 წლის  2 სექტემბერს.