31, ივლისი 2020

ონლაინ შეხვედრა პრაქტიკის დაგეგმარების ხელმძღვანელთან.

 

დღეს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის მე-2 კურსის სტუდენტებისათვის გაიმართა ონლაინ შეხვედრა პრაქტიკის დაგეგმარების ხელმძღვანელთან.

  • შეხვედრაზე ძირითადად განიხილებოდა:
  • თუ რა დოკუმენტაცია უნდა აწარმოონ სტუდენტებმა პრაქტიკაზე ყოფნისას.
  • დეტალურად იქნა გაცნობილი record Book-ში მუშაობის პრინციპები და ყოველდღიური ანგარიშის წარმოება გემზე ყოფნისას.
  • გემთმფლობელი კომპანიების პირობები და ის აუცილებელი მოთხოვნილებები რაც მნიშვნელოვანია როგორც მოქმედი ისე დამწყები მეზღვაურებისათვის.

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი ორიენტირებულია სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებასა და პრაქტიკაში მის სრულად გამოყენებაზე.

  • პრაქტიკა კი სტუდენტებს აძლევს დიდ გამოცდილებას, რაც უმნიშვნელოვანესია დამწყები მეზღვაურებისთვის, და ზოგადად, მეზღვაურის პროფესიაში.
  • შეხვედრის დასასრული წარიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში, სადაც დამსწრე საზოგადოებამ ამომწურავი პასუხი მიიღო მათთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით.