29, ივლისი 2020

შორეული ნაოსნობის კაპიტნის უფროსი თანაშემწე კობა ლორთქიფანიძე ბუსსს ანრიში

 

 

დღეს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრის სტუმრად ეწვია შორეული ნაოსნობის კაპიტნის უფროსი თანაშემწე კობა ლორთქიფანიძე და საჩუქრად გადასცა 40 ცალი მის მიერ გამოცემული სახელმძღვანელო -„Basic Navigation“.

წიგნი მიზნად ისახავს მითითებებს საზღვაო ნავიგაციის შესახებ, რომელიც ძირითადად მომზადებულია გემზე ყოფნისას. თემა აღებულია ავტორის პირადი გამოცდილებიდან და შეესაბამება საზღვაო ნავიგაციის საერთაშორისო რეგულაციებს.

წიგნი მოიცავს პრაქტიკულ და თეორიულ სავარჯიშოებს, რომლებიც დაეხმარება დამწყებ ოფიცრებსა და სტუდენტებს. წიგნი მათ საშუალებას აძლევს ,რომ მიიღონ საჭირო ინფორმაცია საზღვაო ნავიგაციისა და ასევე ამ სფეროში ყველაზე საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია.
მკითხველი წიგნში ასევე იპოვის საზღვაო ნავიგაციის არსებითი წერტილების მარტივ განმარტებებს, რომ იგი კარგად იქნას გააზრებული ამ სფეროში ნებისმიერი დამწყებთათვის.

 

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრის ადმინისტრაცია და თანამშრომლები მადლობას უხდის კობა ლორთქიფანიძეს იმ საჩუქრისათვის, რომელიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს მომავალი მეზღვაურების გათვიცნობიერებას და სპეციალობისადმი პროფესიონალურ მიდგომას.

წიგნის „Basic Navigation“-ის სრული ელექტრონული ვერსიის ნახვა შესაძლებელია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე.

http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/313123
წიგნის ჩამოტვირთვა უფასოა.