22, ივლისი 2020

ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე „ხმელთაშუა ზღვის მიგრაცია: რისკები და გამოწვევები“

დღეს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის სტუდენტებისათვის და აკადემიური პერსონალისათვის გაიმართა ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე „ხმელთაშუა ზღვის მიგრაცია: რისკები და გამოწვევები“

 

ონლაინ შეხვედრას უძღვებოდა- ემილია ალავერდოვა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფრესორი. არის უცხოური, მაღალ რეიტინგული ჟურნალების რედაქტორი, 2 წიგნის რედაქტორი , 4 წიგნის თანაავტორი და 15-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

  

ონლაინ საჯარო ლექციაზე განხილული იყო:

  • მიგრაციის ეტაპები.
  • ადრეული, ინდო-ევროპული, ბრინჯაოს ხანისა და რკინის ხანის დასაწყისი მიგრაცია.
  • დიდი მიგრაცია
  • შუა საუკუნეების და თანამედროვე ევროპის დასაწყისი მიგრაცია ინდუსტრიალიზაციის, მეოცე საუკუნისა და არაბული გაზაფხულის შემდგომი მოგრაცია.
  • მიგრაციის შედეგად გამოწვეული რისკები და გამოწვწვები იმ ქვეყნებისათვის, სადაც ძალზედ აქტუალურია მიგრაცია.
  • ასევე საუბარი შეეხებოდა ხმელთაშუა ზღვაში მასშტაბური ოპერაციის "ტრიტონის" ჩატარბას, რომელიც მიზანდ ისახავდა იმ გემების განადგურებას, რომლითაც ევროპაში კონტრაბანდისტებს არალეგალი ემიგრანტები გადაჰყავთ.

ონლაინ საჯარო ლექციის დასასრული წარიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში, საიდანაც ამომწურავი ინფორმაცია მიიღო დამსწრე საზოგადოებამ მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.