14, ივლისი 2020

ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: "კომუნიკაციის ფსიქოლოგია"

დღეს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის სტუდენტებისათვის და აკადემიური პერსონალისათვის გაიმართა ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: "კომუნიკაციის ფსიქოლოგია"

ონლაინ შეხვედრას უძღვებოდა-Svitlana Ilinich- დოქტორი. ეფექტური კომუნიკაციის, სოციალური ინკლუზიის,განათლების და საზოგადოების განვითარების ექსპერტი. ადამიანის უფლებათა ღია საერთაშორისო უნივერსიტეტის "უკრაინის" დირექტორის მოადგილე.

  ​

საჯარო ლექციაზე განხილული იყო:

  •  ის თუ როგორ უნდა ისაუბროს და დაამყაროს კავშირი პუბლიკასთან სპიკერმა.
  • კომუნაკციის შესახებ და კომუნიკაციის დროს შეტყობინების გაცვლა. ინფორმაციის გაცვლა ინდივიდებს შორის სიმბოლოთა საერთო სისტემის საშუალებით.
  • კომუნიკაციის შესაძლო განხორცილება ვერბალური ან არავერბალური გზით.
  • კომუნიკაციის განსხვავებები: მექანიკური და შემოქმედებითი მიდგომა საკითხისადმი.
  • აგრეთევ საუბარი შეეხებოდა კომუნიკაბელურობის დანიშნულებას( კომუნიკაბელური განზრახვები) და დასწავლის ეტაპებს, შეცდომებს კომუნიკაციაში, ლოგიკური დონეებს და მათი პრაქტიკულ გამოყენებას.

ონლაინ საჯარო ლექციის დასასრული წარიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში, საიდანაც ამომწურავი ინფორმაცია მიიღო დამსწრე საზოგადოებამ მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.