წარმატებულ სტუდენტა დაჯილდოვება.
წარმატებულ სტუდენტა დაჯილდოვება.
დღეს გაიმართა წარმატებულ სტუდენტთა დაჯილდოვების ცერემონია სადაც დაჯილდოვდნენ საზღვაო სასწავლებლების სტუდენტები.შეკრებილებს სიტყვით მიმართა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა . მან მეზღვაურის პროფესიის მნიშვნელობაზე, საზღვაო სასწავლებლების როლსა და პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის გზებზე ისაუბრა.
ცერემონიას ესწრებოდნენ როგორც ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის, ასევე ბნსუ-ს და გემთმფლობელი კომპანიების წარმომადგენლები.ღონისძიებაზე ჯამში 11 სტუდენტს სრულიად დაუფინანსდა 2020-2021 სასწავლო წლის საფასური. აქედან 5 სტუდენტისათვის კი თანხები გამოყო გემთმფლობელ კომპანიებმა, რომელთა შორის იყო ბუსსს ანრის 3 სტუდენტი.ბუსსს ანრის ადმინისტრაცია მადლობას უხდის გემთმფლობელ კომპანიებს გაწული თანამშრომლობისათვის.
აღნიშნული გემთმფლობელი კომპანიებია
"INTERNATIONAL MERITEME GROUP"
"მარინერი"
"ევროსტარ მარინერი"
"ელვიქტორ ქრიუ მენეჯმენტ სერვისი"
"გლობალ მარინი"
"კოლუმბია შიფმენეჯმენტი"
დაჯილდოვების ცერემონიას უმასპინძლა ბნსუმ.