26, ივნისი 2020

მრგვალი მაგიდის ონლაინ შეხევდრაა- „მეზღვაურთა დღე 2020- პანდემიის გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“.

2020 წლის 25 ივნისს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა მონაწილეობა მიიღო ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის ონლაინ შეხევდრაში- „მეზღვაურთა დღე 2020- პანდემიის გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“.
შეხვედრაზე ბუსსს ანრის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი ლიზა ამილახვარი წარსდგა მოხსენებით თემაზე: "უნივერსიტეტეის რეაგირება პანდემიის გამოწვევებზე / University’s Response to the Challenges Caused by the New Pandemic“.

მოხსენება შეეხებოდა ისეთ თემებს როგორიცაა, ბუსსს ანრი-ს მიერ პანდემიის პერიოდში გამოწვევებზე ოპერატიული რეაგირება; თუ რაოდენ მალე მოხდა სასწავლებელში ონლაინ სწავლების დანერგვა და ყველა იმ ღონისძიების გატარება, რასაც მოითხოვდა სტუდენტებისათვის ხარისხიანი და უსაფრთხო განათლების მიწოდება. ასევე, ვინაიდან, პედაგოგიური და საზღავაო საინჟინრო ფაკულტეტის პერსონალი ნაწილი არ იყო მზად ახალი, ვირტუალური სწავლა-განათლებისთვის, მიღებული იყო გადაწყვეტილება მათთვის ტრენინგების სერიის ჩატარების შესახებ, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო.

მოხსენების მსვლელობისას ყურადღება იყო გამახვილებული იმაზე, რომ ბუსსს ანრის არ შეუწყვეტია საჯარო ლექციების, საერთაშორისო კონფერენციებისა და იმ სხვადასხვა აქტივობების გამართვა რაც სტუდენტებს აძლევს დამატებითი ცოდნის მიღების საშუალებას და ხელს უწყობს მათი ცნობიერების ამაღლებას.

პანდემიის დროს, ისევე, როგორც სხვა სასწავლო დაწესბულებებისათვის, ასევე ბუსსს ანრისთვისაც ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენდა და ნაწილობრივ ჯერ კიდევ რჩება პრაქტიკული და ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, თუმცა, დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქების შედეგად, უსაფრთხოების წესების დაცვითა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, სასწავლებელში მომზადდა განრიგი და ხდება სწავლების ჩვეულ რიტმში ეტაპობრივი დაბრუნება.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სასწავლებელმა წარმატებით გაიარა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შემოწმება პანდემიის პრევენციის ინსტრუქციასთან შესაბამისობაზე და აღადგინა მეზღვაურთა საწვრთნელი კურსები.
დღეს სასწავლებელი უზრუნველყოფილია სავალდებულო აღჭურვილობით და საშუალებებით, რათა დაიცვას თანამშრომლებისა და მსმენელების უსაფრთხოება.

შეხვედრა მიმდინარეობა ინგლისურ ენაზე და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებმა, სხვადასხვა ქვეყნების პორტების, საზღვაო უსდ-ების, ასოციაციების, საკრუინგო კომპანიებს წარმომადგენლება და მოქმედმა მეზღვაურებმა.