20, ივნისი 2020

ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია- „უცხო ენის მნიშვნელობა სხვადასხვა პროფესიებში“.

2020 წლის 20 ივნისს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია თემაზე:

„უცხო ენის მნიშვნელობა სხვადასხვა პროფესიებში“.

 

კონფერენცია გახსნეს ბუსსს ანრის რექტორმა ბატონრმა რუსლან დისამიძემ და ბუსსს ანრის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ქალბატონმა რუსუდან დიასამძემ.

კონფერენციის მონაწილეებმა სხვა და სხვა კონტექსტში განიხილეს უცხო ენის ცოდნის მნიშვნელობა კარიერული განვითარებისათვის; ისაუბრეს ლინგვისტიკასა და ლინგო-პოეტიკური ანალიზზე, ენათმეცნიერული-პოეტური ანალიზის სახეებსა და.ა.შ. ასევე, საუბარი შეეხო ენობრივ და კულტურულ ფაქტორებს.

 

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ როგორც ბუსსს ანრის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, ასევე ქართული და უცხო ქვეყნის 15-მდე უნივერსიტეტის პროფესორი, ლექტორი და სტუდენტი. მათ შორის უკრაინის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, მოლდოვის, რუმინეთის და ინდოეთის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

 

Azerbaijan University of Languages
Open International University of Human Development "Ukraine"
Institute of Linguistics of the National Academy Science of Azerbaijan (ANAS)
Siri Guru Har Rai Sahib College for Women
Goswami Ganesh Dutta S.D. College
Open International University of Human Development "Ukraine"
Sharda University
Russian Friendship University
Free International University of Moldova
The International University of the Kyrgyz Republic.
“POLITEHNICA" University of Bucharest
Georgian Technical University
Batumi State Maritime Academy
Batumi Navigation Teaching University