10, ივნისი 2020

მეზღვაურთა საყურადღებოდ

მეზღვაურთა საყურადღებოდ

შეგახსენებთ, რომ ბუსსს ანრის მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრმა მუშაობა განაახლა.

პირველ ეტაპზე იგეგმება დამწყები და რანგზე პირველი სერტიფიცირების მეზღვაურების წვრთნა.

ამ კატეგორიას უპირატესობა მიენიჭა იმის გათვალისწინებით, რომ სხვა დანარჩენი მეზღვაურის დოკუმენტაციის ვადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რეგულაციების შესაბამისად ავტომატურად გაგრძელებულია 6თვით.

კურსის თეორიული ნაწილის სწავლება განხორციელდება დისტანციურად ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, ხოლო პრაქტიკული ნაწილის - დაწესებულებაში, კურსის მსმენელთა უშუალო ჩართულობით.

 წვრთნები ჩატარდება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ონალინ-განაცხადის შესავსებათ გადადით მითითებულ ბმულზე

https://forms.gle/umPJGiGXrzxnoAMc8

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთმითითებულ ნომერზე ან მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში.

+995 579 23 44 99