02, ივნისი 2020

ონლაინ საჯარო ლექცია „პოსტპანდემიის მეცნიერება და ონლაინ სწავლება“

დღეს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის   გაიმართა ონლაინ საჯარო ლექცია „პოსტპანდემიის მეცნიერება და ონლაინ სწავლება“

  

ლექციას უძღვებოდა  შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო  ფონდის გენერალური დირექოტრი  ბატონი ზვიად გაბისონია.

დღევანდელ საჯარო ლექციაზე ფართოდ იქნა განხილული თუ რა ღონისძიებები გაატარა შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო  ფონდმა კორონა ვირუსთან საბრძოლვევლად, ასევე განიხილებოდა სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომების დაფინანსება, ფსიქოლოგიური და სხვა ასპექტები,  მათი  დაძლევის გზები და  საშუალებები. საუბარი შეეხებოდა პოსტპანდემიური პერიოდის საფრთხეებს და მათი განეიტრალების  მექანიზმებს.

 

დისტანციურ შეხვედრაზე განხილული იყო:

  • პოსტპანდემიის მეცნიერება
  • ონლაინ სწავლება

ლექციის დასასრული კი წარიმართა კითხვა პასუხის რეჟმში. სტუდენტებმა აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით.

ონლაინ საჯარო ლექცია ბუსსს ანრის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.