29, მაისი 2020

"ევროპის დღეები 2020"-ის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით National Erasmus+ Office Georgia კოორდინატორის, ლიკა ღლონტის ონლაინ ლექცია

28 მაისს, საქართველოში მიმდინარე "ევროპის დღეები 2020"-ის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 90-მდე სტუდენტისთვის National Erasmus+ Office Georgia კოორდინატორის, ლიკა ღლონტის ონლაინ ლექცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილების უფროსი ლიზა ამილახვარი და ბუსსს ანრის პიარ-მენეჯერი ილია ნიქაბაძე.

ონლაინ ფორმატში ლიკა ღლონტმა დეტალურად ისაუბრა ევროკავშირის პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის სხვადასხვა მიმართულებით გახსნილ შესაძლებლობებზე, პროგრამაში ჩართვის გზებზე, არსებულ გამოცდილებასა და იმ ხელშესახებ შედეგებზე, რაც პროგრამის ფარგლებში იქნა მიღწეული. მომხსენებელმა განათლების მიღების მნიშვნელობასთან ერთად, ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდებისთვის ევროპული კულტურის და ცხოვრების წესის გაცნობის შესაძლებლობაზე, რასაც მათ პროგრამა აძლევს.