28, აპრილი 2020

ნუგზარ ბოლქვაძის ონლაინ საჯარო ლექცია

დღეს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის სტუდენტებისათვის გაიმართა ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: "დღევანდელი მდგომარეობა გემებზე და Traning Record Book-ის წარმოება".

საჯარო ლექციას უძღვებოდა

კაპიტანი.
IMO-ს ელჩი საქართველოში.

ნუგზარ ბოლქვაძე.

დღევანდელი საჯარო ლექციის პირველი ნახევარი დაეთმო იმის განხილვას თუ რა მდგომარეობაა დღესდღეისობით გემებზე ეპიდემილოგიური სიტუაციიდან გამომდინარე. აგრეთვე განხილულ იქნა ის თუ როგორ ხდება ამ მომენტში უსაფრთხო ნაოსნობა, რა რისკქვეშ არიან მეზღვაურები და როგორ უნდა დავიცვას თავი ყველა მეზღვაურმა იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი საფრთხე.

ასევე საჯარო ლექციის მეორე ნახევარი დაეთმო თუ როგორ უნდა გამოიყენოს პარაქტიკანტმა გემზე Traning Record Book-ი, რა პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს მისი შევსებისას, რა დეტალებზე უნდა იქნეს გამახვლებული ყურადღება და ასევე იმაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანია Traning Record Book-ის წარმოება პრაქტიკაზე ყოფნისას.

ლექციის დასასრული წარიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში და სტუდენტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს ბატონი ნუგზარისაგან ყველა მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.

ბუსსს ანრის ადმინისტრაცია მადლობას უხდის კაპიტან, ბატონ ნუგზარ ბოლქვაძეს, რომ გამონახა დრო რათა ჩვენი სტუდენტებისათვის გაეზიარებინა მისი ცოდნა და დაგროვილი გამოცდილება.