24, აპრილი 2020

საქველმოქმედო აქცია დაბა ქედის სოფელ გულებში

ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქველმოქმედებაა. ამჯერად სასწავლებლის ხელმძღვანელობამ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, დღეს დაბა ქედის, სოფელ გულების მოსახლეობას სასუქი დაურიგა.
 
ბუსსს ანრი ყოველთვის აქტიურად იყო და რჩება ჩართული საქველმოქმედო აქციებში, იქნება ეს მხოლოდ ჩვენს მიერ ორგანიზებული თუ სხვადასხვა დაწესებულებების ჩართულობით.
 
დღეს, სწორედ ახლა არის ის დრო, რომ როგორც არასდროს, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით, და არსებული რთული გამოწვევიდან გამომდინარე ჩვენ ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ სიტუაციის გადალახვაში.