13, აპრილი 2020

სერტიფიცირების ონლაინ სარეგისტრაციო განაცხადი

მეზღვაურთა საყურადღებოდ

შეგახსენებთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 6 აპრილის N05 ბრძანების თანახმად, რომელიც ეხება ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებას, იმ მეზღვაურებს, რომელთა კომპეტენციის ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების მოქმედების ვადა იწურება COVID- 19 -თან დაკავშირებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდში და რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ ან აპირებენ დარეგისტრირებას სერტიფიკატის გასაახლებლად საჭირო კურსებზე სააგენტოს მიერ აღიარებულ მეზღვაურთა საწვრთნელ ცენტრში, შეუძლიათ შესაბამისი განაცხადი გააკეთონ 2020 წლის 22 აპრილიდან.

ზემოაღნიშნულთან გამომდინარე, ბუსსს ანრის წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრში მეზღვაურებს შეეძლებათ დისტანციურად, ონლაინ-განაცხადის შევსების საფუძველზე, განაახლონ სერტიფიკატები.

ონალინ-განაცხადის შესავსებათ გადადით მითითებულ ბმულზე

https://forms.gle/umPJGiGXrzxnoAMc8

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

+995 579 23 44 99
+995 599 02 12 93