10, აპრილი 2020

მეზღვაურთა საყურადღებოდ!

მეზღვაურთა საყურადღებოდ!

 

გაცნობებთ, რომ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 06 აპრილის „ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ N05 ბრძანების საფუზველზე მ.წ. 22 აპრილიდან ბუსსს ანრის მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფცირების ცენტრი აღადგენს მეზღვაურთა რეგისტრაციას საწვრთნელ კურსებზე.საწვრთნელ კურსებზე დასარეგისტრირებლად გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ლინკზე: https://forms.gle/v899CXUNapBMWgRT9

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 06 აპრილის N 05 ბრძანების შესაბამისად მეზღვაურებს 6 თვის ვადით ავტომატურად უგრძელდებათ იმ სერტიფიკატებისა და მეზღვაურის წიგნაკების ვადა, რომელთაც ვადა გაუდის მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე.

გარდა ამისა მეზღვაურებს მიეცათ უფლება კორონავირუსით დადგენილი შეზღუდვების პერიოდში განაახლოთ თავიანთი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის (რიგითის სამუშაო დიპლომი) სერტიფიკატები. ამისათვის მათ მოეთხოვებათ დარეგისტრირდნენ იმ კურსებზე, რომლებიც აუცილებელია კომპეტენციის სერტიფიკატების გასაახლებლად. გაცნობებთ, რომ აღნიშნულის განხორციელება დაიწყება 22 აპრილიდან. საწვრთნელი ცენტრის მოდულში შემუშავდება ახალი ფუნქციონალი სადაც საწვრთნელი ცენტრი შეძლებს დაარეგისტრიროს მეზღვაურები.

აღსანიშნავია, რომ მეზღვაურს მოეთხოვება დარეგისტრირების დროს დაფაროს კურსის ღირებულება, რათა ეს იყოს გარანტი, რომ ის აუცილებლად გაივლის კურსს სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ. მეზღვაური ვალდებული იქნება კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემიდან 6 თვეში გაიაროს აღნიშნული კურსი ხოლო რიგითის კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემიდან 9 თვის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეუჩერდება გაცემული კომპეტენციისა და კვალიფიკაციის სერტიფიკატები.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: +995 579 23 44 99; +995 599 02 12 93.