07, აპრილი 2020

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება მეზღვაურთა სერტიფიცირების შესახებ

 

6 აპრილს გამოიცა სააგენტოს დირექტორის ბრძანება მეზღვაურთა სერტიფიცირების კუთხით საქართველოს კანონინით დადგენილი  გამონაკლისის დაშვების შესახებ. აღნიშნული გამონაკლისები მიღებულ იქნა მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის რეკომენდაციათა საფუძველზე.

ბრძანების შესაბამისად მეზღვაურებს 6 თვის ვადით ავტომატურად უგრძელდებათ იმ სერტიფიკატებისა და მეზღვაურის წიგნაკების ვადა, რომელთაც ვადა გაუდის მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე. გარდა ამისა მეზღვაურებს მიეცათ უფლება კორონავირუსით დადგენილი შეზღუდვების პერიოდში განაახლოთ თავიანთი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის (რიგითის სამუშაო დიპლომი) სერტიფიკატები. ამისათვის მათ მოეთხოვებათ დარეგისტრირდნენ იმ კურსებზე, რომლებიც აუცილებელია კომპეტენციის სერტიფიკატების გასაახლებლად. გაცნობებთ, რომ აღნიშნულის განხორციელება დაიწყება 22 აპრილიდან. საწვრთნელი ცენტრის მოდულში შემუშავდება ახალი ფუნქციონალი სადაც შეძლებთ დაარეგისტრიროთ მეზღვაურები. აღსანიშნავია, რომ მეზღვაურს მოეთხოვება დარეგისტრირების დროს დაფაროს კურსის ღირებულება, რათა ეს იყოს გარანტი, რომ ის აუცილებლად გაივლის კურსს სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ. მეზღვაური ვალდებული იქნება კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემიდან 6 თვეში გაიაროს აღნიშნული კურსი ხოლო რიგითის კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემიდან 9 თვის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეუჩერდება გაცემული კომპეტენციისა და კვალიფიკაციის სერტიფიკატები. 

იხილეთ დანართი:

http://mtc-anri.edu.ge/uploads/matsne-4846628-0_2.pdf