23, მარტი 2020

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განცხადება ონ-ლაინ რეჟიმში მუშაობაზე გადასვლასთან დაკავშირებით

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიგანცხადება ონ-ლაინ რეჟიმში მუშაობაზე გადასვლასთან დაკავშირებით

 

გაცნობებთ, რომ ახალ კორონავირუსთან (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ცენტრი 16 მარტიდან გადავიდა ონ-ლაინ რეჟიმში მუშაობაზე. სერვისების დისტანციურად მიწოდება მოხდება როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, ასევე ფიზიკური პირებისათვის:
 

დაწესებულებებსა და ინდივიდუალურ პირებს განცხადებით მომართვა და დოკუმენტების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონულად, www.my.gov.ge-ს, info@eqe.ge და www.eflow.emis.ge-ს მეშვეობით;
 

დაინტერესებული პირების მიღება და კონსულტირება შესაძლებელი იქნება ონ-ლაინ ვიდეო/აუდიო ზარის განხორციელებით. ამისათვის გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე info@eqe.ge. ონ-ლაინ ვიდეო ზარის განხორციელებისათვის ცენტრი იყენებს Skype, Microsoft Teams-ისა და Zoom-ის პლატფორმას;
 

ცენტრი საბჭოების ზეპირ მოსმენებს ატარებს ონ-ლაინ რეჟიმში. დაინტერესებული პირებისათვის ცენტრის ვებ-გვერდზე საბჭოს დღის წესრიგთან ერთად განთავსდება ბმული, რომლის საშუალებითაც დაინტერესებული პირები შეძლებენ საბჭოზე დასწრებას ონ-ლაინ რეჟიმში. საბჭოს ზეპირი განხილვები ტარდება Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით
 

დაწესებულებების/პროგრამების შეფასებები (გარდა მედიცინის პროგრამებისა), შესაძლებლობის შემთხვევაში ხორციელდება დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.