13, მარტი 2020

2020 წლის 16 მარტიდან ეპიდემიური საფრთხის შემცირებამდე, ბუსსს ანრი გადადის დისტანციური შრომის პირობებზე.

გაცნობებთ, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით და ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის გათვალისწინებით, შპს ბუსსს ანრი, 2020 წლის 16 მარტიდან, დროებით, ეპიდემიური საფრთხის შემცირებამდე, გადადის დისტანციური შრომის პირობებზე.

აღნიშნულის ფარგლებში, ბუსსს ანრის ყველა სტრუქტურული ერთეული და სამუშაო ჯგუფი, გარდა მეზღვაურტა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრისა, სადაც მუშაობა გაგრძელდება სამუშაოზე გამოცხადებით ურთიერთშენაცველბის გრაფიკის შესაბამისად, განაგრძობს მასზე დაკისრებული ამოცანების სრულად შესრულებას დისტანციური ფორმით.

შესაბამისად, გთხოვთ ოფიციალური კორესპონდენციები
კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოაგზავნოთ მხოლოდ ელექტრონულ ფოსტაზე

info@mtc-anri.edu.ge

გისურვებთ ჯანმრთელობას !!!