13, მარტი 2020

მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე დროზე- ადრე დასრულდა ქალბატონი სევდა აბუზარლის ვიზიტი ბუსსს ანრიში

მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, კერძოდ კი, კორონა  ვირუსის (COVID-19)-ის პრევენციის მიზნით და საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული განკარგულებების საფუძველზე მიღებუყლი იქნა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ  დროზე- ადრე დასრულებულიყო ქალბატონი სევდას ვიზიტი ბუსსს ანრიში. უნდა აღინიშნოს, რომ სრულად ჩატარადა მასტერკლასი ბუსსს ანირის ინგლისური ენის ლექტორებისათვის.

სასწავლებლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტსა და ქალბატონ სევდას თანამშრომლობისათვის.

გამომდინარე იქდეან, რომ დღეს, დროზე-ადრე დასრულდა  ქალბატონი სევდას ვიზიტი ბუსსს ანრიში, ადმინისტრაციამ მას სიმბოლური საჩუქარი და მადლობის სიგელი გადასცა გაწული სამსახურისათვის. სევდა აბუზარლიმ კი გამოთქვა სურვილი, რომ უფრო მეტად გაღრმავდეს ურთიერთობები აზერბაიჯანის უცხო ენების უნივერსიტეტსა და ბათუმის უმაღლესი საზღცვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრის შორის. 

შეგახსნებთ, რომ ბათუმის უმაღლესი საზღაო საინჟინრო სასწავლებელი ანრისა და აზერბაიჯანის უცხო ენათა უნივერსიტეტს შორის 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ბუსსს ანრიმ მოიწვია ინგლისური ენის პედაგოგი საბაზისო ინგლისური ენის ლექციების ჩასატარებლად უსდ-ს პირველი კურსელებისთვის და ბუსსს ანრის ინგლისური ენის პედაგოგებისთვის მასტერ-კლასების ჩასატარებლად.