13, მარტი 2020

შეხვედრა სასწავლებლის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და პედაგოგებთან

დღეს, 13 მარტს ბუსსს ანრის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ანზორ დიასამიძემ გამართა შეხვედრა სასწავლებლის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და პედაგოგებთან და გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 2020 წლის 16 მარტიდან 1 აპრილამდე ბათუმის უმარლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის თანამშრომლები დისტანციური შრომის რეჟიმზე გადადიან, შემუშავდება ურთიერთშენაცვლების ცხრილი იმ თანამშრომლებისთვის ვისი სამუშაო დაკავშირებული ისეთ პროგრამებთან რომლებთანაც მუშაობა არ ხერხდება დისტანციურად. ხოლო დისტანციური შრომის რეჟიმში გადასული სხვა თანამშრომელი საჭიროების შემთხვევაში, სამსახურში მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ, 1 საათის განმავლობაში უნდა გამოცხადდეს.

შეხვედრის ფარგლებში დასაქმებულ პერსონალს მიეცა ინსტრუქციები დისტანციური მუშაობასთან მიმართებით, რაც გულისხმობს იმას, რომ თითოეული თანამშრომელი შეძლებს დისტანციურად, ელექტრონულ ფორმატში მუშაობის გაგრძელებას და ეს არ აისახება შრომის ეფექტიანობის ხარისხზე და სასწავლებლის სრულფასოვან ფუნქციონირებაზე.

მ.წ. 16 მარტიდან 1 აპრილამდე დისტანციურ კომუნიკაციაზე სტუდენტებთან გადადის სასწავლებლის პროფესორ- მასწავლებლებიც.
მიმდინარეობს სტუდენტებს დისტანციურ სწავლებაზე ინსტრუქციების შემუშავება და ორშაბათიდან, 16 მარტიდან სასწავლებლის ვებ-გვერდზე განთავსდება თეორიული ლექციები.

სასწავლებლის ადმინისტრაცია იყენებს ყველა ღონეს და ხერხს იმისათვის, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე - სტუდენტებს არ გაუცდეთ სემესტრი და განაგრძოთ სწავლა. სასწავლებლის პედაგოგიური პერსონალი აქტიურად ემზადება ამ პროცესის მაქსიმალურად ეფექტიანად წარმართვისთვის, რათა სტუდენტებმა განაგრძონ ხარისხიანი განათლების მიღება, სანამ ვითარება არ დასტაბილურდება.
დისტანციური სწავლების შესახებ დამატებითად ეცნობა სტუდენტებს.