11, მარტი 2020

სტუდენტთა საყურადღებოდ!!!

სტუდენტთა საყურადღებოდ!!!

მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრიში სასწავლო პროცესი შეჩერებულია 1 აპრილამდე.

ბუსსს ანრის ადმინისტრაცია ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაქციის რეკომენდაციებს კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად და მოგიწოდებთ:

რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტისაგან თავის არიდება.

ხელების ხშირად დაბანა- განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ არსებობს პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან ან იმ გარემოსთან, სადაც სიმპტომების მქონე პაციენტი იმყოფებოდა.

ქუჩაში ცხოველებთან ან/და ფერმერებთან დაუცველი კონტაქტისაგან თავის არიდება.

რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანების მიერ ხველის ეტიკეტის დაცვა.

რესპირატორული ინფექციის მქონე პაციენტებმა გამოიყენოს გამოიყენოს ნიღაბი და მიმართოს ექიმს და მოუყვეს მოგზაურობის ისტორია.

ბუსსს ანრის ადმინისტრაცია გისურვებთ ჯანმრთელობას!