10, მარტი 2020

აზერბაიჯანის უცხო ენათა უნივერსიტეტის ინგლისური ენის პედაგოგი ბუსსს ანრიში

ბათუმის უმაღლესი საზღაო საინჟინრო სასწავლებელი ანრიში გრძელდება ლექციები, რომელსაც ატარებს აზერბაიჯანის უცხო ენათა უნივერსიტეტის ინგლისური ენის პედაგოგი სევდა აბუზერლი.

დღევანდელ შეხვედრაზე, ბუსსს ანრის ინგლისური ენის ლექტორმა, ნინო ჯაყელმა ჩაატარა საჩვენებელი ლექცია, რომელსაც ესწრებოდნენ ბუსსს ანრის ინგლისური ენის სხვა ლექტორებიც, სადაც მათ დააფიქსირეს თავიანთი მოასზრებები და იმსჯელეს ამა თუ იმ საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრების მიზანია, რომ მოხდეს გამოცდილების გაზიარება და ცოდნის გაღრმავება.

შეგახსნებთ, რომ ბათუმის უმაღლესი საზღაო საინჟინრო სასწავლებელი ანრისა და აზერბაიჯანის უცხო ენათა უნივერსიტეტს შორის 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ბუსსს ანრიმ მოიწვია ინგლისური ენის პედაგოგი საბაზისო ინგლისური ენის ლექციების ჩასატარებლად უსდ-ს პირველი კურსელებისთვის და ბუსსს ანრის ინგლისური ენის პედაგოგებისთვის მასტერ-კლასების ჩასატარებლად.

ქალბატონი სევდა ბუსსს ანრიში იმუშავებს ერთი თვის ვადით.