25, თებერვალი 2020

ნუგზარ ბოლქვაძის საჯარო ლექცია

დღეს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა IMO-ს ელჩის, კაპიტანი ნუგზარ ბოლქვაძის შეხვედრა საზღვაო სასწავლებლების სტუდენტებთან და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ელჩის ფუნქციებსა და მიზნებზე ესაუბრა.

შეხვედრას ესწრებოდა ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის სტუდენტური თვითმმართველობის სრული შემადგნელობა.

შეხვედრაზე განიხილეს საზღვაო სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევები და სტუდენტების მიერ წამოჭრილი პრობლემური საკითხები.

სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტის უფროსი ნინო გორგოშაძე მომავალ მეზღვაურებს დამსაქმებლების მოთხოვნებსა და ნავიგაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევებზეც ესაუბრა.

შეხვედრის დასასრული წარიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში. სტუდენტება ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით.