29, იანვარი 2020

2 დღიანი ტრენინგი-უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები

დღეს ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრიში დასრულდა 2 დღიანი ტრენინგი სასწავლებლის პერსონალისათვის. თემაზე:

"უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები"

ტრენინგს უძღვებოდნენ: ქეთევან გეგიაძე და არჩილ ჯინგირაშვილი.

ტრენინგის მიზიანი იყო ის, რომ მოხდეს ბუსსს ანრის თანამშრომლების გადამზადება სხვადასხვა საკითხებში და გამოცდილების გაზიარება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშორებით, რაც წინა პირობაა იმისა, რომ ჩვენი გუნდი ახალ გამოწვევებს შეხვდება მომზადებული, რაც საბოლოო ჯმაში აისახება ჩვენი სასწავლბელისა და ზოგადად, საზღვაო სფეროს პოპულარიზაციაში.

ტრენინგი მიმდიანრეობდა მონაწილეების ჩართულობითა და კითხვა პასუხის რეჟიმში, საიდანაც ამომწურავ ინფორმაციას ღებულობდნენ ჩვენი მონაწილეები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

2 დღის მანძილზე ტრენინგზე განიხილებოდა:

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფაზე,ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა და ხარისხის შიდა უზრუნველყოფა:
•პროგრამის შემუშავება
•პროგრამის შემუშავებისთვის საჭირო პროცესების უზრუნველყოფა
•პროგრამის დამტკიცება
•პროგრამის ხარისხის კონტროლის მუდმივი ციკლი

პროგრამის შემუშავება და დამტკიცება
•კვალიფიკაცია და პროგრამის სწავლის შედეგები
•პროგრამის სწავლის შედეგები და უნივერსიტეტის მისია
•პროგრამის შემუშავების და დამტკიცების პროცესის უზრუნველყოფა

მონიტორინგი და პროგრამების პერიოდული შეფასება:
•მონიტორინგის მიზანი
•სტუდენტის როლი და მისი ჩართულობის მნიშვნელობა ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში
•კურსდამთავრებულის როლი და მისი ჩართულობის მნიშვნელობა ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში
•ლექტორის როლი და მისი ჩართულობის მნიშვნელობა ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში
•პოტენციური დასაქმებული, დამსაქმებელი და შრომის ბაზარი.

სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებაზე, მობილობისა და კრედიტების აღიარების შესახებ.
გარე ხარისხის უზრუნველყოფის არსი და მნიშვნელობა

გარე ხარისხის უზრუნველყოფის პროცესის უზრუნველყოფა და განხორციელება

შეფასების ექსპერტები და მათი უფლება-მოვალეობები

ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს საქმიანობის წესი და პრინციპები

საერთაშორისო აკრედიტაცია

ბუსსს ანრის ადმინისტრაცია მადლობა უხდის ტრენერებს: ქეთევან გეგიაძესა და არჩილ ჯინგირაშვილის ამომწურავი ინფორმაციის მოწოდებისათვის და საჭირო გამოცდილების გაზიარებისათვის.